საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.   სააგენტოს წარმოადგენდნენ ხელმძღვანელი ილია თამარაშვილი, მისი მოადგილე გიორგი ჯიბლაძე და პროექტის მენეჯერი ნატალია ხარატიშვილი. შეხვედრაზე იმყოფებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი გიორგი გიგოლაშვილი.   შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ირაკლი თუთარაშვილი, იურიდიულ...
საქართველოში აშშ-ის ხაზინის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის წევრები - ბარი გრეი, ჩარლზ ანდერსონი და მაიკ ფოქსი დღეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვედრა გამართეს სამსახურის ხელმძღვანელთან, დავით ონოფრიშვილთან. აღსანიშნავია, რომ ჩარლზ ანდერსონი დეკემბრიდან ერთი წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართულებით იმუშავებს, როგორც ექსპერტი კაპიტალის ბაზრის განვითარების ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში. დავით ონოფრი...
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, როგორც დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) წევრი, მონაწილეობს 2019 წლის რიგით 26-ე წლიურ კონფერენციაში სახელწოდებით - „ზედამხედველობა ციფრულ ხანაში“. აბუ-დაბიში, კონფერენცია დაზღვევის მიმართულებით მსოფლიოს უდიდესი ფორუმია. მას ესწრება ორგანიზაციის წევრი მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის წარმომად...
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 13 ნოემბერს გამართულ დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის იმპლემენტაციისა და შეფასების კომიტეტის სხდომის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ოფიციალურად მიიღეს აღნიშნული კომიტეტის წევრად, რაც უპრეცედენტოა ამ ორგანიზაციის წევრობის ისტორიის მანძილზე. კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი. კომიტეტის წევრობა ხელს შეუწყობს საქართველოს სადაზღვევო სისტემის საერთაშორისო მიმარ...
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელთან" (OECD/INFE) თანამშრომლობის ფარგლებში, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრებს უმასპინძლა. ღონისძიებები OECD/INFE-ს მიერ ორგანიზებული განათლების ტექნიკური მხარდაჭერის 5 წლიანი (2018-2022) პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელშიც საქართველოს გარდა, აღმოსავლეთ ევროპის 6 სახელმწიფო - ბულგ...
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ევროპისა და ცენტრალური აზიის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ახალი დირექტორი, ვიტორიო დი ბელო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ეწვია. მასთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა მისიის ხელმძღვანელი, უფროსი რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში, იან ვან ბილსენი და საინვესტიციო ოფიცერი თბილისის ოფისიდან, სოფო ლალიევა. IFC, როგორც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, საინვესტიციო, საკონსულტაციო და აქტივების მართ...
გასულ კვირას საქართველოს სადაზღვევო კომპანიები ბადენ-ბადენის ყოველწლიური გადაზღვევის საერთაშორისო  კონგრესზე ყურადღების ცენტრში მოექცნენ, როდესაც პირველად კონგრესის არსებობის მრვალწლიან ისტორიაში ორგანიზებულ იქნა სპეციალიზირებული ქართული ღონისძიება, რომელსაც 250-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.  ქართული საღამოს ღონისძიების ორგანიზატორი იყო XPRIMM - მედია სააგენტო და საჯარო ურთიერთობების ორგანიზაცია, რომელიც სპეციალიზირებულია დაზღვევა/ გადაზღვევის, დაზღვევის საშუამავლო და კერძო საპენსიო დაზ...
საქართველოში საერთაშორისო არა-სიცოცხლის დაზღვევის აქტუართა ასოციაციის კონფერენცია იმართება 17-18 ოქტომბერს, სასტუმრო „რედისონში“ საერთაშორისო არა-სიცოცხლის დაზღვევის აქტუართა ასოციაცია ASTIN-ის კონფერენცია იმართება. აქტუარები მათემატიკური სტატისტიკის სპეციალისტები არიან, რომლებსაც სადაზღვევო ტარიფების გამოთვლის მეთოდების განსაზღვრა და ყოველგვარი გაანგარიშებადი პრობლემის (მათ შორის: სადაზღვევო რისკი, ტარიფი, რეზერვები, ვალდებულებები) მოგვარება ევალებათ. საერთაშორისო არა-სიცოცხლის...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპულბიკაში იმყოფებოდა. დავით ონოფრიშვილმა მონაწილეობა მიიღო “ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სადაზღვევო ზედამხედველობის ინიციატივის“ (Meeting of CESEE ISI in 2019) კონფერენციაში, რომელიც პრაღაში, ჩეხეთის ეროვნული ბანკის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენცია მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას, ასევე, ზედამხედველობასა და რეგულირებაში არსებულ სხვადასხვა გამოწვე...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ქართულ უნივერსიტეტში იმყოფებიდა. დავით ონოფრიშვილმა "მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019"-ის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტის მიწვევით საჯარო ლექცია წაიკითხა. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ლექციის თემა "საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სადაზღვევო ბაზრის პერსპექტივები" იყო. სტუმარს მიესალმნენ ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვ...
საქართველოში სადაზღვევო სფეროში მსოფლიო ბანკის საქართველოს ტექნიკური მხარდაჭერის მისიამ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში შეხვედრები დაასრულა. დღეს მისიის წარომომადგენლებმა სამსახურის თანამშრომლებისთვის სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები გამართეს. შეხვედრებს დაესწრნენ: ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ედვარდ ვახტანგიშვილი, დეპარტამენტის ფინანსური ანგარიშგებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი გიორგი ნიორაძე და ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლია ჩხარტიშვილი...
საქართველოში სადაზღვევო სფეროში მსოფლიო ბანკის საქართველოს ტექნიკური მხარდაჭერის მისია საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა. მისიის წევრებმა შეხვედრა გამართეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, რომელსაც თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, კომიტეტის წევრები - ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი დაესწრნენ. შეხვედრაზე ასევე, იმყოფებოდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი. მსოფლიო ბანკი...
საქართველოში სადაზღვევო სფეროში მსოფლიო ბანკის საქართველოს ტექნიკური მხარდაჭერის მისია იმყოფება. დღეს მისიის წარმომადგენლებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ: სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი თუთარაშვილი და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ედვარდ ვახტანგიშვილი. მსოფლიო ბანკის მისიას წარმოადგენდნენ: მისიის ხელმძღვანელი, ფინანსური სექტორის წამყვანი სპეციალისტი იუჯინ გურენკო, დაზღვევ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს დავით ონოფრიშვილი „თიბისი დაზღვევის“ გენერალურ დირექტორს, პაატა ღაძაძეს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები იყო. მხარეებმა ასევე, მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს კომპანიის სამომავლო ...
ფრანკფურტში ევროპის დაზღვევისა და პროფესიული საპენსიო სამსახურის (EIOPA) ორგანიზატორობით, დასავლეთ ბალკანური ზედამხედველობის პირველი ფორუმი გაიმართა. საქართველო ამ ეტაპზე არ არის EIOPA-ს წევრი. თუმცა, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი ფორუმზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. კონფერენციას უძღვებოდა EIOPA-ს ხელმძღვანელი გაბრიელ ბერბარდინო, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: უფროსი მრჩეველი მანუელა ზვიმულერი და EIOPA-ს ზედამხედველობისა და ზედ...
ავტომობილების ტექინსპექტირების რეფორმის შესახებ სასტუმრო „მუზეუმში“ ღონისძიება გაიმართა, სადაც მიმდინარე რეფორმა შეაფასეს და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრას საქართველოს დაზღვევის სახელწმიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დაესწრო. როგორც ღონისძიების შემდეგ დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონის ამოქმედება, ავტომობი...
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს დავით ონოფრიშვილს და სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა კერძო სექტორის ხედვები მოისმინა, როგორც ჯანდაცვის, ისე შრომის უსაფრთხოების - უბედური შემთხვევების დაზღვევის მიმართულებით. საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის განვითარების პერსპექტივებსა და სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს. მხარეებმ...
„ერთის მხრივ, ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს, მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, დაზღვევის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ევროკავშირის საქართველოს ოფისში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი, ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ედვარდ ვახტანგიშვილი და სადაზღვევო ნორმატი...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან  სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ახალ რედაქციასთან დაკავშირებული საკითხები იყო. სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველომ მზღვეველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს დავით ონოფრიშვილი სადაზღვევო კომპანია „ქართუს“ გენერალურ დირექტორს, არჩილ მამაცაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე, კომპანიის სამომავლო გეგმებს. „ქართუს“ გენერალურ დირექტორთან შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის მ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა დღეს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გენერალურ დირექტორთან, არჩილ მორჩილაძესთან გამართა შეხვედრა. შეხვედრის მთავარი თემა სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და მიმდინარე საკითხები იყო. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გენერალური დირექტორისგან კომპანიის სამომავლო გეგმებზეც მოისმინა ინფორმაცია. არჩილ მორჩილაძე...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს განაგრძობს. დავით ონოფრიშვილი დღეს სადაზღვევო კომპანია „ჰუალინგ დაზღვევის“ გენერალურ დირექტორს კონსტანტინე სულამანიძეს შეხვდა. მხარეებმა სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე, კომპანიის სამომავლო გეგმებს. „ჰუალინგ დაზღვევის“ გენერალურ დირექტორთან შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო...
დღეს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქსტატმა გამოავლინა ის პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც წლების მანძილზე თანამშრომლობენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან. შერჩეულ უწყებებს შორის არის სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა. საქსტატი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს მადლობას უხდის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. &bdquo...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა დღეს სადაზღვევო კომპანია „პრაიმის“ გენერალურ დირექტორთან, ნიჯატ ჰუსეინოვთან გამართა შეხვედრა. შეხვედრის მთავარი თემა სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და მიმდინარე საკითხები იყო. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა „პრაიმის“ გენერალური დირექტორისგან კომპანიის სამომავლო გეგმებზეც მოისმინა ინფორმაცია. ნიჯატ ჰუსეინოვთან შეხვედრას დაზღვევის სახ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი კომპანია „ Axco“-ს საერთაშორისო დაზღვევის კონსულტანტს ჯონ სტარკს შეხვდა.   “Axco” მსოფლიოს  სადაზღვევო ბაზრის შესახებ ანალიტიკური ინფორმაციის წამყვანი მიმწოდებელია, რომელსაც 50 წელზე მეტი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყნებისა და სადაზღვევო კომპანიების შესახებ ინფორმაციის შესწავლასა და გამოქვეყნებაში.   კომპანიის კონსულტანტები რეგულარულად სტუმრობენ სხვადასხვა ქ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში სადაზღვევო სექტორის დიგიტალიზაციის  პროცესში არსებული გამოწვევებისა და ინოვაციური საზედამხედველო მიდგომების შემუშავების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.   იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველომ სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა პრეზენტაცია - ,,ციფრული მომავალი და სადაზღვევო სექტორი“.  პრეზენტაციის ფარგლებში აქცენტები გაკეთდა: სადაზღვევო სექტორის დიგიტალიზაციის პროცესში არსებულ გამ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს მსოფლიო ბანკის დელეგაცია სტუმრობდა. მსოფლიო ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენლები ზოგადად ფინანსური IT ტექნოლოგიების (FINTECH) კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე ამ მიმართულებით შექმნილი სტარტაპების ხელშეწყობის შესაძლებლობები განიხილეს. სტუმრებთან ერთად ასევე, იმსჯელეს FINTECH-ის მიმართ სადაზღვევო სექტორის მიდგომებსა და გამოყენების დონეზე. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მსოფლიო ბანკის ფინანსური ს...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სახელწოდებით - „საქართველოს ევროპული გზა“ ოფიციალურად დღეს გაიხსნა. წლევანდელი კონფერენცია უპრეცედენტო მასშტაბით გამოირჩევა, რადგან ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება. ​ ღონისძიება, რომელშიც 400-ზე მეტი დელეგატი დარეგისტრირდა, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს.  ევროპუ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი დღეს სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს ნინო კობახიძეს შეხვდა. სამსახურის ხელმძღვანელმა უკვე გამართა პირისპირს შეხვედრა საქართველოში ლიცენზირებული რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებთან. დღეს დავით ონოფრიშვილმა ნინო კობახიძესთან შეხვედრისას, სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და მიმდინარე საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო ასევე, კომპანიის სა...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს დავით ონოფრიშვილი სადაზღვევო კომპანია „ალფას“ გენერალურ დირექტორს, აკაკი ლომაურს შეხვდა. შეხვედრაზე სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე, კომპანიის სამომავლო გეგმებს.   „ალფას“ გენერალურ დირექტორთან შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურ...
პარლამენტში დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დაზღვევის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილეს. ცვლილებები საკომიტეტო მოსმენაზე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ირაკლი თუთარაშვილმა წარადგინა. დეპუტატებს სადაზღვევო ბროკერთა საქმიანობასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, საზედამხედველო ფუნქციების გაფართოებაზე კანონპროექტის ირგვლივ რედაქციული შენიშვნები არ ქონდათ. კანონპროექტი ადგენს სადაზღვევო ბროკერის რ...
საქართველოში სამუშაო ვიზიტით „საქართველოს ფინანსური სექტორის გაღრმავებისა და ჩართულობის“ და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების“ პროექტების ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დელეგაცია იმყოფება. მსოფლიო ფინანსური ორგანიზაციის ექსპერტები დღეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში იმყოფებოდნენ. სტუმრებმა შეხვედრა გამართეს სამსახურის ხელმძღვანელთან დავით ონოფრიშვილთან და მის მოადგილეებთან - ირაკლი თუთარაშ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი არგენტინაში, დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Insurance Supervisors (IAIS)) ყოველწლიურ, რიგით მე-12 გლობალურ სემინარს დაესწრო. დავით ონოფრიშვილი 10-14 ივნისს, ოფიციალურად მიიწვიეს აღნიშნული ასოციაციის მიერ გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაზე დასასწრებად, რომელიც ბუენოს აირესში გაიმართა.   შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო 2020-2024 წლების ახალი სტრატეგიის დაგეგმვა დაზღვევის მიმ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი დღეს, „PSP დაზღვევის“ გენერალურ დირექტორს, სოფიო ლებანიძეს შეხვდა. მხარეებმა სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. საუბარისას სოფიო ლებანიძე ასევე, შეეხო კომპანიის სამომავლო გეგმებს. „PSP დაზღვევის“ გენერალურ დირექტორთან შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ირაკლი თუთარაშვილი და სამსახურის ხელმძღვ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა ჩინეთის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ჩონგქინგის მუნიციპალიტეტის საერთაშორისო გაცვლითი ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე ჩენ კაი და აზერბაიჯანისა და ჩინეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი ჩჟან სიუიდუნი. შეხვედრაზე ქართული მხრიდან ასევე, იმყოფებოდა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი თუთარაშვილი. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი დღეს, სადაზღვევო კომპანია „ევროინსის“ ხელმძღვანელს, იაკობ ედილაშვილს შეხვდა. მხარეებმა სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და მიმდინარე საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, კომპანიის სამომავლო გეგმებს. „ევროინსის“ ხელომძღვანელთან შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ირაკლი თუთარაშვილი და სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველი, მ...
პარლამენტში დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დაზღვევის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილეს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დავით ონოფრიშვილთან ერთად, დეპუტატებმა სადაზღვევო ბროკერთა საქმიანობასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, საზედამხედველო ფუნქციების გაფართოებაზე კანონპროექტი მუხლობრივად გაიარეს. კანონპროექტი ადგენს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის შემდგომი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი საერთშორისო გადამზღვეველი კომპანია “Swiss Re”-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საერთაშორისო გადამზღვეველი კომპანია “Swiss Re”-ს რუსეთისა და დსთ-ს რეგიონის ხელმძღვანელი ვოლფგან შვერსი და უფროსი ანდერაიტერი ედუარდ გერმანი და საბროკერო კომპანია MAI GEORGIA-ს დირექტორი, ლევან ჯიშკარიანი იმყოფებოდნენ. დავით ონოფრიშვილთან ერთად, შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამს...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს დავით ონოფრიშვილი სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ გენერალურ დირექტორს, ვახტანგ დეკანოსიძეს შეხვდა. შეხვედრაზე სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე, კომპანიის სამომავლო გეგმებს.   „ირაოს“ გენერალურ დირექტორთან შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სა...
29 მაისს ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ სკოპიეში ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დაზღვევის ზედამხედველთა ინიციატივის (CESEE ISI) რიგით 17-ე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა.   შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დაზღვევის მარეგულირებელი სამსახურების წარმომადგენლები.   ღონისძიება იმართება ყოველწლიურად და მისი ძირითად...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს იური დოლიძეს შეხვდა. მხარეებმა სადაზღვევო სექტორში ჩართული აუდიტორული კომპანიების საქმიანობაში დღეს არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრაზე სამომავლო საქმიანობის ერთობლივი გეგმა ჩამოაყალიბეს და თანამშრომლობის გზებზე შეთანხმდნენ.   იმსჯელეს, ერთობლივად როგორ მომზადდეს სადაზღვევო ბაზარი ანგარიშგებისა და აღრიცხვ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს განაგრძობს. დავით ონოფრიშვილი დღეს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ გენერალურ დირექტორს, ვასილ ახრახაძეს შეხვდა. მხარეებმა სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე, კომპანიის სამომავლო გეგმებს. „უნისონის“ გენერალურ დირექტორთან შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური...
ევროკავშირი საქართველოს ფინანსური ინკლუზიურობის და ანგარიშვალდებულების პროექტის ფარგლებში, 4.5. მლნ ევროს გამოყოფს, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელდება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკმა და ევროკავშირმა დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადეს. პროექტი დაიგეგმა მეორე თაობის ამბიციური რეფორმების მხარდასაჭერად, რომლებიც საქართველოს უწყებების მიერ ხორციელდება კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისა და პროდუქტიულობის და ფ...
პარლამენტში დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დაზღვევის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა დეპუტატებს სადაზღვევო ბროკერთა საქმიანობასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, საზედამხედველო ფუნქციების გაფართოებაზე კანონპროექტის ძირითადი არსი გააცნო. კანონპროექტი ადგენს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის შემდგომი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმებს, რაც ხელს შე...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა დღეს სადაზღვევო კომპანია „არდის“ აღმასრულებელ დირექტორთან, მიხეილ ჯაფარიძესთან გამართა შეხვედრა. შეხვედრის მთავარი თემა სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და მიმდინარე საკითხები იყო. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა „არდის“ აღმასრულებელი დირექტორისგან კომპანიის სამომავლო გეგმებზეც მოისმინა ინფორმაცია. მიხეილ ჯაფარიძესთან შეხვედრას დაზღვევ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს დავით ონოფრიშვილი სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები იყო. მხარეებმა ასევე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს კომპანიის სამო...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრებს იწყებს. დღეს დავით ონოფრიშვილმა სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ის გენერალურ დირექტორს, გივი გიორგაძეს უმასპინძლა. შეხვედრაზე სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე, კომპანიის სამომავლო გეგმებს. „იმედი L“-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“ მიიღო მონაწილეობა. დავით ონოფრიშვილმა დაზღვევის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, სადაზღვევო სფერო არის ძალიან მზარდი და დინამიური, რაც ბოლო პერიოდში გაცხადებულ ოფიციალურ კვლევებშიც აისახა. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც სამსახურის ხელმძღვანელმა გაამახვილა ყურადღება,  „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების...
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, დავით ონოფრიშვილთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საფინანსო სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საფინანსო სექტორში სადაზღვევო მიმართულებით კონკურენციის უზრუნველყოფის ხელშეწყობაზეც. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია სადაზღვევო პროდუქტებთან მიმართებით, როგორც სადაზღ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ამერიკის შეერთებული შტატების Milliman-ის მიკრო დაზღვევის ცენტრის ხელმძღვანელს და დამოუკიდებელი მიკროდაზღვევის კონსულტანტს უმასპინძლა. შეხვედრაზე მაიკ ჯეი მაკკორდმა და დოგ როჯერმა მესაქონლეობის დაზღვევის მიმდინარე პროექტზე ისაუბეს. საპილოტე პროექტი საქართველოში აშშ-ის მიკრო დაზღვევის ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. ამჯერად, ამ კუთხით წალკის რაიონის მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. საქმე ეხება დაბალშემოსავლიან მოსახლ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა. სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა სააგენტოს წარმომადგენლებისგან აგროდაზღვევის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა დავით ონოფრიშვილთან ერთად, აგროდაზღვევის კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. თა...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა  ტელეკომპანია „მაესტროს“ ბიზნეს გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. დავით ონოფრიშვილმა პირდაპირ ეთერში საქართველოში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის ორგანიზატორი XPRIMM – მედია სააგენტო და საჯარო ურთიერთობების ორგანიზაცია იყო.   კონფერენციის ოფიციალური მხარდამჭერი იყო  საქართველოს დაზღვევის  სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ხოლო ოფიციალური  პარ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა შეხვედრა გამართა პოლონეთის მოტორბიუროს ბიუროს ხელმძღვანელთან. დავით ონოფრიშვილმა და მარიუს ვიჩოვსკიმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ იმსჯელეს. როგორც ცნობილია, კანონპროექტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესულია განსახილველად.   პოლონეთში მსგავსი კანონი, ისევე როგორც, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, უკვე მოქმედებს, შესაბამისად, მოტორბიუროს ბიუროს ხელმძ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი VIG–ის წარმომადგენლებს შეხვდა. ვენის სადაზღვევო ჯგუფის წარმომადგენლების სტუმრობის მთავარი მიზეზი, სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დავით ონოფრიშვილის გაცნობა იყო.   შეხვედრაზე იმყოფებოდნენ VIG–ის გადაზღვევის სამსახურის ხელმძღვანელი ჯერალდ კლემენსიჩი და ვენის სადაზღვევო ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენელი პიტერ თრინგი.   შეხვედრას ასევე, დაესწრნენ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი მაკედონიელ კოლეგას კლიმ პოპოვსკის შეხვდა.   შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მაკედონიის დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ქართველ კოლეგას საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა.   კლიმ პოპოვსკიმ და დავით ონოფრიშვილმა ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული ვითარებაც განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.   მაკედონიის დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა...
თბილისმა საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიებას ორგანიზატორობას უწევდა XPRIMM – მედია სააგენტო და საჯარო ურთიერთობების ორგანიზაცია, რომელიც სპეციალიზირებულია დაზღვევა/ გადაზღვევის, დაზღვევის საშუამავლო და კერძო საპენსიო დაზღვევის საკითხებზე. ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ხოლო ოფიციალური პარტნიორები არიან ქართული სადაზღვევო კომპანიები.  კონფერენციას ესწრებიან სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებ...
დღეს თბილისში, ივენთ ჰოლში „რესპუბლიკა“ გაიმართა საერთაშორისო სადაზღვევო  კონფერენცია, რომლის ორგანიზატორია XPRIMM – მედია სააგენტო და საჯარო ურთიერთობების ორგანიზაცია, რომელიც სპეციალიზირებულია დაზღვევა/ გადაზღვევის, დაზღვევის საშუამავლო და კერძო საპენსიო დაზღვევის საკითხებზე.   კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა სამსახურის ხელმძღვანელი. დავით ონოფრიშვილმა მიმოიხილა ქვეყნის მაკროეკონომიკური და მსოფლიო ბანკის Doing Business 2019 წლის პარამეტრები და მათი პოზიტიური გა...
თბილისმა დღეს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიება დაზღვევის/გადაზღვევის ისეთ საკითხებს მიეძღვნა, როგორებიცაა მაკროეკო ნომიკური გავლენები ადგილობრივ და რეგიონალურ სადაზღვევო ბაზარზე, დიჯიტალიზაციის (ახალი ტექნოლოგიების) თანმდევი გამოწვევები სადაზღვევო სექტორში, გადაზღვევის და რისკის ეფექტური გადაცემის პოლიტიკა, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მესამე პირების წინაშე სავალდებულო დაზღვევის საერთაშორისო პრაქტიკა, აგროდაზღვევის ახლებური ხედ...
რა მნიშვნელობა აქვს საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისთვის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას; სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელობა და გამოწვევები, რომელიც ამ კუთხით არსებობს – ამ თემებზე გაზეთ „ვერსიასთან“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა. დავით ონოფრიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსარანსპორტო საშუალებების მფლობ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემაში „საქმიანი დილა“ მიიღო მონაწილეობა. დავით ონოფრიშვილმა სადაზღვევო სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ბაზრის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობაზე, და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.   სამსახურის ხელმძღვანელმა „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონპრ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა „კომერსანტს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. დავით ონოფრიშვილმა გამოცემასთან სამსახურის პრიორიტეტებზე, დაზღვევის ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობასა და ამ კუთხით ზედამხედველის როლზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო ასევე, სამომავლო გეგმებს. დაზღვევის უპირველესი დანიშნულებაა, შექმნას სოციალური ალტერნატიული ბერკეტი აამაღლოს საზოგადოების დაცულობის დონე და ხარისხი. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ უპირველესად უნდა გაიზარდოს...
სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვა 2017 წელი სრული სტატისტიკური და ფინანსური მონაცემები იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://insurance.gov.ge/Statistics.aspx
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გადაცემა "აქტუალური თემა". "სავალდებულო დაზღვევა"
"საზოგადოებრივი მაუწყებელი" საინფორმაციო გამოშვება "მოამბე"ტელეკომპანია "იმედი" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკა"ტელეკომპანია "მაესტრო" ახალი ამბებიინტერნეტ გამოცემა "ბიზნეს მედია"
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა დაარეგისტრირა ახალი, რიგით 17-ე სადაზღვევო კომპანია, "სს ჰუალინგ დაზღვევა", რომლის აქციების 100% მფლობელია "ბაზის ბანკი". კომპანიამ ლიცენზია მიიღო "სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არასიცოცხლისა)" სახეების საქმიანობის განხორციელებისათვის.  
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კოორდინაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გაუწევს. მხარეების თანამშრომლობის ძირითად საგანს წარმოადგენს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტების მიერ ანგარიშგებების, შესაბამისი აუდიტორიული დასკვნების წარდგენის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, რაც მნიშვნელ...
დღეს საქართველოს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში გაიმართა შეხვედრა, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს კონსტანტინე სულამანიძეს და მაკედონიის დაზღვევის სააგენტოს ექსპერტთა საბჭოს პრეზიდენტ კლიმე პოპოსკის შორის. შეხვედრა გაცნობითი სახის იყო. ორმხრივად მოხდა რეკომენდაციების გაცვლა, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის წლების დაგროვილ გამოცდილებას, გატარებულ რეფორმებს. ასევე თუ როგორ უნდა განვითარდეს სადაზღვევო ინდუსტრია და როგორ უნ...
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს  შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, კონსტანტინე სულამანიძემ და საქართველოს კონკურნეციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვის, ხელშეწყობისა და თავისუფალი კონკურენციის დაცვის მიზნით, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდ...
სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვა 2016 წელი სრული სტატისტიკური და ფინანსური მონაცემები იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://insurance.gov.ge/Statistics.aspx  
2017 წლის 24 მარტს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე „მომხმარებლის უფლებების დაცვა/საბაზრო ქცევის რეგულირება.“ შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მზღვეველი ორგანიზაციებისათვის სამსახურის ხედვისა და პრიორიტეტების გაცნობა დაზღვევის სფეროში მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მომხმარებელთა დაცვის ევროპული სტანდარტები და სამსახურის მიერ საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული ინსტრუქცია „...
18 ოქტომბერი 2016
აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლობის მორიგი ეტაპი: დადებითი გზავნილები განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით   აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ყაზახეთის ცენტრალური ბანკის (NBK) ეგიდითა და მხარდაჭერით ყაზახეთის ქ. ალმათიში მიმდინარე წლის 10 -14 ოქტომბერს გაიმართა სემინარი და მრგვალი მაგიდა საზედამხედველო ორგანოებში რისკ–მენეჯმენტის და რისკზე ორიენტირებული ზედამხედველობის დანერგვის თემებზე, რომელშიც მონ...
მსოფლიო ბანკის საზედამხედველო მისია დაზღვევის კომპონენტის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.   პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის (DPO-2;DPO-3) ღონისძიებათა ფარგლებში განსაზღვრული დაზღვევის კომპონენტის ზედამხედველობის მიზნით, საქართველოს მისიით ეწვია მსოფლიო ბანკის დაზღვევის ექსპერტი, ბ–ნი ევგენი გურენკო.   დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში შედგა შეხვედრა, რომლის მთავარი განხილვის თემა იყო &nb...
2016 წლის 8 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა ცვლილებები „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც მიზნად ისახავს სადაზღვევო კომპანიების ფინანსური სიმყარისა და გადახდისუნარიანობის განმტკიცებას და ასევე ბაზარზე სათანადოდ ორგანიზებული და კვალიფიციური ფინანსური მომსახურების მიმწოდებლის დაშვებას. ცვლილებები წარმოადგენს სადაზღვევო ბიზნესის დაწყებისა და ფუნქციონირების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების პირველ ეტაპს ევროკავშირისა და საბჭოს 2009 წლის 25 ნოემბრ...
2016 წლის 14 აპრილს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში გაიმართა შეხვედრა საბანკო გარანტიის სამართლებრივი რეგულირების თემაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც სამსახურის, ისე სადაზღვევო კომპანიების, ცალკეული სამთავრობო, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზნად განისაზღვრა სადაზღვევო პრაქტიკაში საბანკო გარანტიის გამოყენების შედეგად დაგროვილი პრაქტიკული პრობლემების წარმოჩენა, გაანალიზება და მათი გადაჭრის გზები...
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა იოსებ გოგოლაშვილმა და მსოფლიო ბანკის ექსპერტმა ევგენი გურენკომ დაზღვევის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის სიგელები გადასცეს: სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტს დევი ხეჩინაშვილს, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენელს გურამ მირზაშვილს და „დაზღვევის კომპანია ქართუ"–ს წარმომადგენელს თამაზ ბუტიკაშვილს.
საქართველოს დაზღვევის ზედამხედვლობის სამსახურში გაიმართა შეხვედრა მსოფლიო ბანკის ექსპერტ ევგენი გურენკოსთან, რომელსაც ესწრებოდნენ სადაზღვევო კომპანიების, სადაზღვევო ასოციაციის, ეკონომიკის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, ეკონომიკური საბჭოს და აქტუართა ასოციაციის წევრები. შეხვედრაზე განხილვის თემა იყო: კატასტროფული რისკების მართვის მექანიზმები და მისი მუშაობის  სქემა სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებ...
დღეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, სადაც განხილული და მიწოდებულ იქნა რეკომენდაციები, კერძოდ: – სადაზღვევო კომპანიებისთვის გადახდისუნარიანობის მარჟის დაწესება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ექსპერტების მიერ მოწოდებული იქნა რეკომენდაციები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, რასაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური  უახლოეს მომავალში განიხილავს და  ხსენებული რეკომენდაც...
ინტერვიუ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველების სამსახურის უფროს – იოსებ გოგოლაშვილთან იხილეთ ბმული
ინტერვიუ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველების სამსახურის უფროს – იოსებ გოგოლაშვილთან იხილეთ ბმული
დაზღვევის ზედამხედველობის უფროსი და სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი იხილეთ ბმულები:იმედიმაესტრო
საერთაშორისო ინტერნეტ გამოცემის "xprimm"- ის მიერ მომზადებული ინტერვიუ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან–იოსებ გოგოლაშვილთან.  თემა: საქართველოს ინდუსტრიის მიმოხილვა, სამომავლო გეგმები და ბაზრის განვითარების სტარტეგია
"საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" და საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის წარმომადგენლები. თემა: "დაზღვევის მნიშვნელობა და სტიქიის შემდგომ მიყენებული ზარალი და ანაზღაურების მონიტორინგი"
"სსიპ საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის ზედამხედველობის სამსახური" , რუსთავი–2 . კურიერი 21:00 საათზე. "დაზღვეული ავტომობილები და ზედამხედველობის სამსახურის კონტროლი"
დღეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი შეხვდა   სადაზღვევო ასოციაციის  და სადაზღვევო სექტორის პირველ პირებს, რომლებაც წარმოადგინეს მომხდარი  ტრაგედიის  შემოდგომ პირველადი ზარალის მონაცემები. ჯამში, ამ დროისათვის  160–მდე ავტო–სატრანსპორტო, კერძო და იურიდუილი პირის ქონების ზარალი აღინიშნება. გუშინდელი დღიდან დაიწყო კერძო პირებისათვის ანაზღაურების პროცედურა, რომელიც გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში და ...
Latest news