
საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია გაიმართა
18 ნოემბერს, საერთაშორისო სადაზღვევო მედია კომპანიის (www.xprimm.com) ორგანიზებით, საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია გაიმართა.
ვრცლადXPRIMM-ის ინიციატივით გამართულ ონლაინ შეხვედრაში დავით ონოფრიშვილმა მიიღო მონაწილეობა
საერთაშორისო მედია სააგენტო და საჯარო ურთიერთობების ორგანიზაციის (XPRIMM) ინიციატივით 30 სექტემბერს გაიმართა ონლაინ შეხვედრა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტის, დევი ხეჩინაშვილის, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის და სადაზღვევო კომპანია „არდის“ აღმსარულებელი დირექტორის, მიხეილ ჯაფარიძის ჩართულობით.
ვრცლადსადაზღვევო კოპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზრდა გადავადდა - დავით ონოფრიშვილი სტუმრად „ბიზნესპარტნიორში“
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით, სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდა ერთი წლით გადავადდა. ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განცხადებიდან გახდა ცნობილი. ამ და სხვა აქტუალურ თემებზე დავით ონოფრიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში ისაუბრა.
ვრცლადსადაზღვევო კოპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზრდა ერთი წლით გადავადდა
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით, სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდა ერთი წლით გადავადდა. განცხადება ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
ვრცლადფინანსური განათლების ახალი პლატფორმა - ჩემი ფინანსური მეგზური
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, როგორც ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის წევრი, ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს საქართველოში ფინანსური განათლებისა და დაზღვევის სფეროში ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობას. სამსახური აქტიურად იყო ჩართული პირველ ქართულ საგანმანათლებლო ვებ-პორტალზე დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების განთავსებაში.
ვრცლადდაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა პარლამენტში
საკანონმდებლო ორგანოში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი და საბჭოს წევრები: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და საქართველოს დამსაქმებ...
ვრცლადდაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი საფინანსო-საბიუჯეტო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
საკანონმდებლო ორგანოში „ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმიდან ფინანსურ მომსახურებასთან, დაბეგვრასთან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან და აუდიტთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ გაერთიანებულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა ანგარიშები მოისმინეს.
ვრცლად