სიახლეები

მთავარი > სიახლეები
22.07.2020

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა პარლამენტში

საკანონმდებლო ორგანოში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი და საბჭოს წევრები: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი  და პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე დაესწრნენ.
დავით ონოფრიშვილმა საბჭოს წევრებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმეები და სამომავლო გეგმები გააცნო. სხდომაზე საუბარი შეეხო 2020 წლის ექვსი თვის შედეგებს. მათ შორის, რა გავლენა მოახდინა პანდემიამ სადაზღვევო ბაზარზე და რა გამოწვევების წინაშეა სექტორი.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (Twinning – Capacity building of Insurance State Supervision Service of Georgia – Solvency II) მიმდინარეობაზე.
საბჭოს წევრებმა სადაზღვევო სექტორის ექვსი თვის მაჩვენებლები პოზიტიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ წლის ბოლომდე შედეგების სიფრთხილით დაკვირვებაა საჭირო.